Sunday, May 28, 2017

პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები არ კმაყოფილდებიან მხატვრულ ნაწარმოებში მოცემული ინფორმაციით ისტორიული გმირების შესახებ და სურვილი აქვთ, რომ უფრო მეტი იცოდნენ მათზე.
პროექტის მიზანი: გაეცნობიან ნაწარმოებში მოცემული გმირების ცხოვრებას ისტორიული წყაროებიდან, მოახდენენ სხვადასხვა სასკოლო საგნებში მიღებული
ცოდნის ურთიერთდაკავშირებას.
ასაკი-17 წელი.
პროექტის ხანგრძლივობა: 3კვირა.
მოსალოდნელი შედეგი, პროდუქტები; სლაიდ შოუ, სურათები.
პროექტისთვის საჭირო რესურსები; კომპიუტერი, პროექტორი, ისტორიული წყაროები,
 ფოტოაპარატი
პროექტის მსვლელობა
მოსწავლეებთან ერთად ვადგენ პროექტის შესრულების ვადებს .კლასს ვყოფ  ჯგუფებად თითოეულ ჯგუფს ვავალებ მოიძიონ და დაამუშავონ ისტორიული მასალა ნაწარმოების  ერთ-ერთ ისტორიულ გმირზე. მუშაობის პერიოდში მოსწავლეებს ვაძლევ რეკომენდაციებს, რჩევებს. მოსწავლეები არჩეულ გმირზე აკეთებენ ჩანაწერებს,სლაიდ შოუებს. დაგეგმილ დროს მოსწავლეები კლასის წინაშე წარმოადგენენ ნამუშევარს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
                          
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·         მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
·         არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·         შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·         პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·         დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;
·         დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.


ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს, რამდენად აქტუალურია სასწავლო პროექტში წარმოდგენილი პრობლემა;
·         შეაფასებს, რამდენად გასაგებად, ნათლად და მკაფიოდ იყო წარმოდგენილი მიზანი, პრობლემა, საკვლევი თემა;
·         შეაფასებს პროექტის მიზნისა და მისი განხორციელების გზების / საშუალებების ადეკვატურობას;
·         მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გასაგები იყო აუდიტორიისათვის წარმოდგენილი პროექტი (ენის, ლექსიკის, ტერმინოლოგიის და ა.შ. თვალსაზრისით);
·         შეაფასებს პროექტის წარმომდგენის პრეზენტაბელურობას (შეძლო თუ ვერა აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა, როგორი იყო მისი ჟესტიკულაცია, მანერები, ჰქონდა თუ არა მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან, რამდენად კეთილგანწყობილი იყო აუდიტორიის მიმართ და ა.შ.);

·         შეაფასებს პროექტის პრეზენტაციისას გამოყენებული ვიზუალური მასალის ეფექტურობას. 
პროექტის ხელმძღვანელი: ნუნუ ჩლაიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: chlaidze.nunu@gmail.com